
Free Hug
ჩახუტება სითბოს გამოხატვის ყველაზე დიდი ფორმაა. მე მიყვარს და ყოველთვის მიყვარდა ჩახუტება. მაგრამ ერთ ადამიანს არ ძალულს ყველა გამვლელს აჩუქოს სითბო. ამიტომ (არვიცი ზუსტად ვინ) მაგრამ ვიღაც ძალიან თბილმა ადამიანმა მოიფიქრა დაეწესებინა ჩახუტების დღე, და ჩვენც საკმაოდ კარგად ავითვისეთ ^^
ვერის პარკში შევიკრიბეთ ფორუმელები, ბლოგერები, უბრალო ადამიანები და პლაკატებით გავემართეთ რუსთაველისკენ.თავიდან ხალხი ისე გვიყურებდა თითქოს უცხოპლანეტელები ვყოფილიყავით მაგრამ ნელ ნელა ამინდის ცვლილებასთან ერთად ხალხის დამოკიდებულებაც შეიცვალა და ჩემმა ჩახუტებების რიცხვმა ორმოცს გადააჭარბა.
თავიდან მე და ანა ვეჯიბრებიდით, მერე თვლა შევწვიტეთ და უბრალოდ ვეხუტებოდით ხალხს.კარგი დღე იყო, თბილი, ნათელი ^^ოღონდ ნამდვილად არ მახსოვს როგორ დამთავრდა.როგორ მოვაღწიე სახლში xD
დღეს კი საშინელი თავის ტკივილითა და hangover-ით კიდევ მინდა ხალხს ჩავეხუტო :>
(c) Choleric
“ჩახუტება სითბოს გამოხატვის ყველაზე დიდი ფორმაა”
ნამდვილად ასეა. თუმცა ყველას არ შემიძლია ჩავეხუტო. ვინც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მხოლოდ მათთვის მემეტება სითბო. ჰომდა, შენ მართლა ყველაზე კარგი ჩახუტება იცი (ჰუგ), რადაგანაც მთლიანად სითბოების განსახიერება ხარ, დიახაც.. :* მიყვარხარ.