The Catcher..somewhere inside..

By: bluecholeric

May 21 2010

Tags:

Category: All mine

Leave a comment

ეს დღეები მეზარეობა ბლოგზე წერა.ხან რა მიზეზი გამომიჩნდებოდა ხან რა.მოკლედ პოსტს სულ სხვა რამეს ვუძღვნი უბრალოდ ცოტა თავიდან მოვყვები თქვენთვის უფრო გასაგები რომ გახდეს ჩემი ეიფორიულ მდგომარეობაში მყოფი მიზეზი.
გათენდა ჩვეულებრივი დღე.პარასკევი კარგი დღეა.ჯერ ერთი მეორე დღეს სკოლა არაა,მეორეც სამეცადინო არაა,მესამე ინგლისურის მერე სადაც მინდა იქ მივდივარ და არავინ მეკითხება სად ვიყავი ან რომელზე მოვალ სახლში.მიუხედავად ამ ყველაფრისა დღეს ჩემს სკოლაში იყო ბოლო ზარი, გაკვეთილები ჩაიშლებოდა და წასვლას აზრი არ ჰქონდა..ღამით ძირითადად წიგნების ხავედროვან სამყაროს ვსტუმრობ თუმცა ხუთაშაბათს, ღამით არაფერი მქონდა საკითხავი და ამან ჩემში დაბადა სურვილი წავსულიყავი book shopping-ზე.დავფიქრდი სად შეიძლებოდა წასვლა და ბიუჯეტსაც გადავხედე, ამ დროს მაცნობეს ფილარმონიაში წიგნის გამოფენა თუ ფესტივალი გაიხსნაო სახელწოდებას ვინ დაეძებს პირველი რაც მომხვდა ხელში ჩავიცვი და გავიქეცი.

გზაში ცოტა არ იყოს უსიამოვნო ინციდენტი შემემთხვა თუმცა არ ჩავუღრმავდები.მივაღწიე ფილარმონიამდე გაქუცული ყვითელი ავტობუსით და ბედნიერი სახით გავუსვი ბილეთის ასაღებ აპარატს მოსწავლის ბილეთი.სულ მავიწყდება საზოგადოებრივი წესების დაცვა როგორიცაა ბილეთის აღება ნაგვის ყუთში ჩაყრა….დღეს კი ზომიერად გადაჭარბებულ ხასიათზე მყოფმა პატიოსნად აღებული ბილეთი პატიოსნადვე ჩავაგდე ნაგვის ყუთში.
შევედი..კიბეებს ვითვლიდი ასვლილას, დავინახე წიგნები და იქვე გული გამიჩერდა.ბევრი იყო,ძალიან ბევრი წარმოვიდგინე ყველა მათგანი ჩემს ოთახში თაროებზე შემოწყობილი.რეალობას გამყიდველმა დამაბრუნა და ხელში რაღაც ფასდაკლების ბარათი შემომაჩეჩა.მეც ავიღე ჩანთაში ჩავაგდე და გზა განვაგრძე მივადექი თუარა დიოგენეს დახლს მაშინვე მომხვდა თვალში “თამაში ჭვავის ყანაში” ახალი გარეკანით, სახლში ძველი მქონდა ამიტომ გადავწყვიტე მეყიდა პარკი რომ გამომიწოდა გამყიდველმა მაშინ მივხვდი რამხელა სიამოვნება მელოდა წინ.

ვათვალიერებდი და ვერ ვძღებოდი მალე მაღაზია სიესტას დახლსაც მივადექი და დავინახე ფორთოხლის გოგონის უკანასკნელი ეგზემპლარიც.თავი შევიკავე სისწაფეში რამესთვის ფეხი არ წამომედო და აუჩქარებლად ავიღე ხელში.მომინდა ჩამეხუტებინა თუმცა ოცნებები რომ არ დამმსხვრეოდა ფასიც სწრაფად ვიკითხე, პასუხად გამყიდველმა მხოლოდ გამომხედა და დამაშტერდა.It was still considered rude to stare at people, wasn’t it? Didn’t that apply to me anymore? მალე ლაპარაკის სახე მიიღო თუმცა There was a hint of sarcasm in his voice.. ჯერ მითხარი შენი მაიკა რა ღირს და მერე გეტყვი წიგნის ფასსო.არ იყიდება მეთქი ამაყად განვაცხადე, ცოტა ირონიულადაც წიგნის ფასი გავიგე, გული სიხარულით ამიფრთხიალდა ფული გავუწოდე და ნანატრი ფურცლების გროვა ჩანთისკენ გავაქანე.
ისევ სიარულს მოვყევი ვეძებდი რაღაც ახალს და საინტერესოს, პროსპროს დახლს რომ მივადექი თვალში მომხვდა და სასიამოვნოდ შემიღიტინა Alice In wonderland ის ახალმა დიზაინმა, ცოტა ხნით ფიქრებში ჩავეფლე მაგრამ მალე გამოვფხიზლდი ხელში ავიტაცე მაგრამ ფასს შევხედე თუარა ფრთხილად დავდე It was quiet for a long moment, just a thud of my heart hammering…გული დამწყდა მსუბუქი ნათქვამია, გული კოჭებში არა უფრო დაბლა ჩამივარდა.თავს ვიწყნარებდი და სხვა დახლისკენ გავიწიე ფიქრები მაინც ალისას უტრიალებდა თუმცა მალევე დავინახე ნანატრი კრებული Cheese Party ვიყიდე და ცოტა დავწყნარდი.მეტს აღარ მოვყვები კიდევ ბევრი ვნახე და ბევრი ვიყიდე თუმცა ეს სამი ყველაზე უფრო მინდოდა.
სახლში მოვედი თუარა ზრდილობისთვის ვჭამე და კომიუტერიც ჩავრთე თუმცა ნამდვილად არ მინდოდა გული წიგნებისკენ მიიწევდა.ვფიქრობდი ჯერ რომელი წამეკითხა მიუხედავად იმისა რომ თამაში ჭვავის ყანაში ორიგინალშიც და ქართულადაც 100 ჯერ თუარა 15 ჯერ მაინც მაქვს წაკითხული ჩემი არჩევანი მაინც სელინჯერზე შეჩერდა.ოთახში შევედი საწოლზე ჩემი საყვარელი პოზიცია დავიკავე და წიგნი გადავშალე ნაცნობი სიტყვები შემომეჩეხნენ
“ისე მართლა თუ ჩემი ამბის გაგება გინდათ, არ დამიწყოთ ახლა – სად დაიბადეო, შენი საცოდავი ბავშობა სად გაატარეო… ჩემი ჰოლდენი ❤
ყველა სიტყვას ისე სათუთად ვკითხულობდი ასე მხოლოდ დოჩანაშვილს,რემარკს და ჰესეს ვექცევი ხოლმე.უცნაური აზრი მეწვია იქნებ კარგად არ მქონდა ეს წიგნი წაკითხული, ან თუნდაც რაღაც მომენტები გაცნობიერებული ამიტომ გავაგრძელე ისე კითხვა როგორც პირველი ფრაზა წავიკითხე.
სიტყვებით ვერ ავღწერ ემოციებს რაც ჯეინის სახელის გაგონებაზე მოუვიდა ჰოლდენს.იცით არასდროს მიფიქრია ჰოლდენი დამერქვა ან ჰოლდივით მოვქცეულიყავი უბრალოდ მას ვეძებდი ..ახლაც ვეძებ და მომავალშიც მოვძენი.
“როდესმე თუ ამოგსვლია ყველაფერი ყელში?არასდროს გიფიქრია რო თუ თვითონ არ გამოიღებ ხელს, ყველაფერი ჩამძორდება? აი, ვთქვათ სკოლა ან რამე ეგეთი, მოგწონს?
“ეგღა მაკლია.”
“ეგ კი, მაგრამ გეზიზღება?არ მოგწონს ერთია, მაგრამ მართლა ყელში გაქვს ამოსული?”
“მთლად ეგრე არა, ოღონდ…  შენც რაღაც უცნაურად მეკითხები ხოლმე.”
“აი მე კიდე მეზიზღება.ყელამდე ვარ სავსე.და მარტო ეგ კიარა, ყველაფერი.ნიუ-იორკში ცხოვრება მეზიზღება.ტაქსები, ავტობუსები, შოფერებთან დაკა-დაკა, და რაღაც ყლიყვი, ლანტებს რომ ანგელოზებში ურევს, და ეს ლიფტებით ასვლა-ჩავსლა და ეს ფირმა შარვლები და მთელი ეს ხალხი…”
ვეძებ მეთქი..ჰომ ვთქვი და ვიპოვი აუცილებლად, სადმე ნიუ იორკში, ბროდვეისკენ მოსეირნე, თავად ვიზრუნებ ფიბისთვის ნაყიდი ფირფიტა რომ არ გაუტყდეს. შეიძლება სპექტაკლზე წამიყვანოს მაგრამ სულაც არ ვეტყვი ლანტები “გლიჯავენ”-თქო. საერთოდ ამ მძაღე ცდოვებითა და ჭუჭყით გატენილი ჰაერით მსუნთქავ ადამიანზე როგორ უნდა თქვა ანგელოზსს გავსო.არც ციგურებით სრიალი მინდა და თანახმა ვარ რაც არ უნდა გვიან დამირეკოს მაინც ავიღებ, დედაჩემზე ადრე ავიღებ და ვეტყვი
ჰოლდენ მიყვარხარ…


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: