
So Fresh
დღეს since November , პირველად ვიგრძენი ჰაერში გამჯდარი სითბოს სუნი.
არვიცი როგორ ავხსნა თითქოს ჰაერი დახუთულია და შველას ითხოვს, ითხოვს წვიმას. თუმცა ხანგრძლივი სიცივითა და ქარით გადაღლილს მაინც ძალიან მესიამოვნა ნაცნობი სურნელი. სულ მალე წვიმაც წამოვიდა და დახუთულობა განმუხტა, მიწა დაასველა და სასიამოვნო,გრილი, ანკარა წყლით გაჟღენთილი ჰაერით დამათრო.
არა, მართლა დამათრო, ხარბად ვისუნთქავდი და მაინც ვერ ვძღებოდი სანამ ძილი არ მომერია. ცოტა ხანში აღმოვაჩინე რომ რუსულის თემებზე დამეძინა და რვეული სულ დავკუჭე ამიტომ ვეცადე გამოვფხიზლებულიყავი და ისევ სუნთქვა დავიწყე.
არვიცი კიდევ როგორ ავღწერო რას ნიშნავს ჩემთვის (როგორც ძლიერი კინესთეტიკისთვის) წვიმისა და სითბოს ნარევი სუნი, ეს ყველაფერი უცნაური რძის არომატით. ზუსტად მიწამს მივხვდი რას ყნოსავდა ნინი იმდღეს ჩემს შარფზე :>
ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოს ეს სუნი, თუმცა გადამეტებული არაფერი ვარგა თორემ ჩემსავით ჩაგეძინებათ ))
ამ ყველაფრის მერე ახლადმოწყვეტილ იასამანზე მეტად რა მესიამოვნებოდა. გავედი ბევრი ვეძებე და ბოლოს ვაკის პარკთან ვიღაც მოხუცი ქალი ყიდიდა
სურათებს ვეძებს ვეძებ და მსგავს სასიამოვნოს მაინც ვერაფერს ვპოულობ
anyways enjoy
Leave a Reply