Temperament types^_^

By: bluecholeric

Apr 25 2010

Tags:

Category: blue O.0, Uncategorized

2 Comments

შეიძლება ზოგს გაუკვირდეს ჩემი ბლოგის სათაური “ქოლერიკი”.. მაგრამ ვინც ტემპერამენტებში და ფსიქოლოგიაში გარკვეულია არ გაუჭირდება მიხვდეს რატომ მაქვს ქოლერიკული და თანაც ლურჯი ბლოგი. ))რაც გავიგე რომ ქოლერიკი ვარ აქტიურად ვაგროვებ ინფორმაციებს ამ ტემპერამენტზე და უკვე ბევრი რამ გავარკვიე. თითქმის ყველაფერი ემთხვევა ))ფსიქოლოგიაში არსებობს ტემპერამენტის ოთხი ტიპი რომელიც განაპირობებს ადამიანის ხასიათს თვისებებებს, ჩვევებს და ა.შ ესენია სანგვინიკი, ქოლერიკი, ფლეგმატიკი და მელანქოლიკი. თითოეულ ტიპს შეესაბამება ფერი,სტიქია,ხასიათი,თვისებები…


სანგვინიკის ფერია ნარინჯისფერი :> ფლეგმატიკის მწვანე, მელანქოლიკის ყვითელი და ქოლერიკის ლურჯი ❤ რთულია ადამიანი მხოლოდ ტემპერამენტის მიხედვით დაახასიათო თუმცა მაინც შევეცდები ))
ფლეგმატიკებს ახასიათებთ სიმშვიდე,გაწონასწორებული და მტკიცე ხასიათი, აქვთ რეალური თვითშეფასება და არ არიან მეოცნებენი.ერთი სიტყვით მყარად დგანან მიწაზე.უყვართ სიწყნარე და სიზუსტე.ადვილად ექცევიან გავლენის ქვეშ.ფლეგმატიკები არ არიან კომუნიკაბელურები,მათთან ხშირად მოიწყენთ, არიან პასიურები.
სანგვინიკი შედარებით ცოცხალი ტემპერამენტია.სანგვინიკები არიან მხიარულები, თავისუფლები…ახასიათებთ ბევრი ლაპარაკი არიან ოპტიმისტები, მეგობრულები.მათი სისუსტეა მოუთმენლობა,ამბიციურობა…
მელანქოლიკი ამ ოთხში ყველაზე განცალკევებული და გამორჩეულია.მელანქოლიკები ყოველთვის პირნათლად ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებას,არიან მეოცნებენი თუმცა პესიმისტები.ახასიათებთ საკუთარ თავში ჩაკეტილობა,აგრესიულობა და კომპლექსი.ძალიან იოლად ექცევიან სხის გავლენის ქვეშ და ფაქტიურად არ აქვთ თვითშეფასების გრძნობა: ს.
და აი მივადექი ქოლერიკს ^_^ ქოლერიკებს ახასიათებთ პირველობა…ყოველთვის ცდილობენ იყვნენ ლიდერები.აქვთ სიძლიერე და მიისწრაფიან ძალაუფლებისკენ.აქვთ ენერგია თუმცა არიან გაუწონასწორებელნი.ახასიათებთ აგრესიულობა სუსტი ხასიათი და ფეთქებადობა.უყვართ თავგადასავლები.ქოლერიკები მიზანს იოლად აღწევენ და შეუძლიათ ლოგიკის მეშვეობით გადაჭრან ყოველგვარი პრობლემა.არიან იმპულსურები…ახასიათებთ ძლიერი ემოციები და გრძნობები.They’re pushy,power-oriented,productive and independent )))
ნუ ყველაზე მეტი ჩემ ტემპერამენტზე დავწერე XD ყველაფერი ემთხვევა და იმიტომ ))
არსებობს ტემპერამენტის გაგების მრავალი გზა >> http://neoxenos.org/temperaments/temperament_test.htm აი ერთერთი 40 საფეხურიანი ტესტი ))გააკეთეთ გისურვებთ ქოლერიკობას
With Love
T.K

2 comments on “Temperament types^_^”

  1. Sanguine 🙂 გავაკეთე ეგ ტესტი..

    მართალია ისე,ეგეთი ვარ რა.. 🙂

  2. სადღაც სინგვინიკის და ქოლერიკის შუაში ვარ გაჭედილი : D


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: